Wednesday, June 22, 2016

დღე 1

მე დღეს გავიგე როგორ ვიმუშაო პროექტზე, ვაყალიბებთ იდეას, მიზანს, უნდა ჩანდეს პრობლემა, ბავშვებმა შექმნან ბუკლეტები და ა. შ.

         გავეცანი ვიუვერის პროგრამას, სხვადასხვა პროექტებს, რომეო და ჯულიეტას პროექტს,  დავგეგმეთ პროექტზე მუშაობის ეტაპები.

დღე 2.

მოვისმინეთ პროექტის იდეები.  დავიწყეტ პროქტის გეგმის შევსება. პროექტის შინაარსი უნდა იყოს მოკლე, ჩანდეს პრობლემა, უნდა ჩანდეს ბავშვების კვლევის შედეგები. ჩანდეს რეალობასთან კავშირი,სტანდარტები ამოვიწერეთ, ასევე ინდიკატორები, რომლის შეფასებასაც ვაპირებთ. გავგზავნეთ ელ. ფოსტაზე.

დღე 3
გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების პრეზევტაციას და ჩამოვწერეთ ზოგადი , თემატური დაშინაარსობრივი კითხვები ჩვენი პროექტისთვის.
    გავეცანით კითხვების ნიმუშებს, მიზნებიდან გამომდინარე დავსვით კითხვები, რომლებიც მაღალ სააზროვნო უნარებს შეესაბამება.
  უნდა გავეცნოთ მეორე მოდულის 1 და 2 აქტივობებს.
  დრაივზე ავტვირთეთ პორტფოლიო, სადაც შესაძლებელია შეცდომების ჩასწორება დამახსოვრების გარეშე.
დღე4.
გავეცანი შეფასების ხუთ მიზანს,  მეორე მოდულის ,მესამე აქტივობიდან, ოთხი განმავითარებელი და ერთი განმსაზღვრელი.თითოეული მიზნისთვის ავარჩიეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები, რომელსაც გამოვიყენებთ პროექტის მსვლელობისა და  დასრულების შემდეგ.
    მოსწავლეთა საჭიროების შესაბამისად შევადგინეთ დიაგრამა ,,ვიცი- მინდა ვიცოდე- ვისწავლე".
     დავალება: მიზნების შესაბამისი აქტივობების დაწერა.
       დღე5.
    მიზნებიდან გამომდინარე აქტივობები გავარჩიეთ, ჩავდექით მოსწავლის როლში და შევქმენითმოსწავლის ნაშრომი, შესავსები გვაქვს სლაიდები , ინტერნეტიდან გადმოვიწერეთ ფოტო მასალა, მისამართები
      დღე6
   შევამოწმეთ მოსწავლეთა ნაშრომები, დავიწყეთ შეფასების რუბრიკის გადაკეთება. რუბრიკებში ინდიკატორები ჩავსვით მიზნების შესაბამისი. ვისწავლეთ ფეიჯების გაკეთება ბლოგზე და ჩვენი პორტფოლიო გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.

     დღე 7
   ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება ბლოგში. გავეცანით გარნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის  პრეზენტაციას. შევავსეთ დიფერენცირების კითხვარი. დავიწყეთ პროექტის გეგმის მსვლელობის ჩაწერა მიზნებისათვის, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები შეფასების ხუთი მიზნისთვის, დიფერენცირებისთვის
    დღე8
    ჩავასწორეთ პროცედურები, დავასრულეთ გეგმები, გავუცვალეთ და გადავხედეთ ერთმანეთის გეგმებს. ფასილიტაციისთვის შევქმენით ონლაინის კითხვარები, რაც დაეხმარება მოსწავლეს ელექტრონული რესურსების გამოყენებაში.

4 comments:

  1. მომეწონა თქვენი თემა რადგან 21-ე საუკუნეში საკმაოდ აქტუალურია

    ReplyDelete
  2. გავეცანი თქვენს ნამუშევარს მომეწონა ბევრი რამის გათვალისწინება შეილება

    ReplyDelete
  3. ბავშვების იდეები საინტერესოა

    ReplyDelete
  4. გავიგე როგორ უნდა გავაკეთო და გავაფორმო პროექტი.მომწონს ჩვენი ტრენერის ჩატარებული გაკვეთილები.

    ReplyDelete